საფეხმავლო ტური ბოლნისის შემოგარენში

საფეხმავლო ტური ბოლნისის შემოგარენში  

1 დღიანი საფეხმავლო ტური თამარის ხიდისკენ

ფოლადაურის მთების გავლით გავემართბით მდინარე მაშავერასთან არსებულ ხილის ბაღისკენ. მოვინახულებთ იქვე არსებულ თამარ მეფის მიერ XII საუკუნეში აშენებულ ძველ ქვის ხიდს.
ტური არის საშუალო სირთულის,ტურის სიგრძე დაახლოებით 7-8 კმ. დაგეგმილია პიკნიკი ბუნებაში.

1 დღიანი ტური ბირთვისში

დაგეგმილია ლაშქრობა ბირთვისის ციხესიმაგრისკენ. სადილი ბირთვისის ციხესიმაგრესთან არსებულ საკალმახეში. ასევე მანფრედ ტიხონოვის მონახულება. მანფრედი არის გერმანელი, რომელმაც გერმანელების მიერ დაარსებულ ელიზაბეთთალში(ახლანდელი ასურეთი) იყიდა ძველი გერმანული სახლი, იქ ცხოვრობს და აწარმოებს ღვინოს.
ტური არის საშუალო სირთულის. ტურის სიგრძე დაახლოებით 7-8 კმ.

1 დღიანი საფეხმავლო ტური სამშვილდეში

მოვინახულებთ რამოდენიმე კვადრატული კილომეტრიანი მთის პლატოზე აგებულ სამშვილდის ციხესიმაგრეს, რომლის ნანგრევებიც დაახლოებით 2000 წლიან ისტორიას გვიყვებიან.
დაგეგმილია პიკნიკი ბუნებაში. ტურის სიგრძე დაახლოებით 10 კმ.

5 საათიანი ტური დმანისის ნაქალაქარში

ეს ადგილი მსოფლიოში ცნობილი გახდა 1991 წელს აქ ნაპოვნი 1,8 მილიონი წლის ჰომინინის ნაშთების საშუალებით. გარდა ამისა, მოვინახულებთ 6-7 საუკუნეებში აგებულ დმანისის სიონის საკათედრო ტაძარს.
ტურის სიგრძე დაახლოებით 50 კმ.