ამ ტურში ჩვენ მოვინახულებთ თამარ მეფის მიერ აგებულ კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიას.
საუზმის შემდეგ მანქანით მივემგზავრებით წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით.
ვარძიის კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, გზას გავნაგრძობთ
ახალციხისკენ,რომელიც ძველი აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ახალციხეში ვეწვევით რაბათის ციხე-სიმაგრეს. ღამით დავრჩებით რაბათის ციხე-სიმაგრეში არსებულ სასტუმროში.
მეორე დღეს საუზმის შემდეგ მივემართებით ბორჯომისკენ. ბორჯომის ცენტრალურ პარკში დავაგემოვნებთ ცნობილ მინერალურ წყალ „ბორჯომს“. ასევე ვეწვევით რომანოვების(რუსეთის იმპერატორების) სასახლეს ლიკანში. სადილი ბორჯომში. საღამოს გავემართებით ბოლნისისკენ.