ინფორმაცია სასტუმროზე

სასტუმრო მდებარეობს კეთილმოწყობილი კომპლექსის შუაგულში, უშუალოდ მდინარე მაშავერასთან.

ჩვენს შესახებ

Kötzle Mühle (Front)

Kötzle Mühle (Rückseite

Kötzle Mühle (entkernt)

Deutsche Mühle (Front)

Deutsche Mühle (Rückseite)

  • გერმანელ მეწარმეს, ახიმ დეპტას ყოველთვის უნდოდა, რომ საკუთრებაში ჰქონოდა ძველი ისტორიული ნაგებობა, რომელსაც თანამედროვე ტექნიკით და აღჭურვილობებით მოაწყობდა.

    მან არჩევანი შეაჩერა ბოლნისზე, საკუთარი მეუღლის, ხათუნას – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ლინგვისტის, დედის სამშობლოზე. ძველი წისქვილის ნაგებობას ძირეულად გაუკეთეს რესტავრაცია. დღეს ის გარედან ძველებურად, ტრადიციულად  გამოიყურება, შიგნით კი მოდურ გარემოსა და უახლეს ტექნიკას გვთავაზობს. ახიმ დეპტა საკუთარ ბოლნისელ ნათესავებთან ერთად 2013 ახალი წლიდან უძღვება სასტუმროსა და რესტორან გერმანულ წისქვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მისამართია  მთელ საქართველოში.

ისტორია

Katharinenfeld

Attribution David Asriashvili

Bolnisi

A. Muhranoff 2011

Straßenschild in Bolnisi

Ritterbach

Sioni Kirche

  • ბოლნისის ისტორია არის იგივე შვაბი ემიგრანტების ისტორია, რომლებმაც 1817 წელს საკუთარი სამშობლო დატოვეს, იმისათვის რომ კავკასიაში ახალი დასახლებები ჩამოეყალიბებინათ. ერთ-ერთი ამ დასახლებებიდან იყო კატარინენფელდი, წოდებული ვურტემბერგელი დედოფლის მეფე ალექსანდრე I-ის დის, კატარინას სახელით. ეკონომიკურმა საჭიროებამ და რელიგიურმა იზოლაციამ უბიძგა შვაბებს ამ ნაბიჯისკენ.

    პირველი მძიმე წლების შემდეგ რომელიც მოიცავდა ეპიდემიებს, თავდასხმებს და ეკონომიკურ პრობლემებს 19-ე საუკუნეში კატარინენფელდი განვითარდა, ჩამოყალიბდა თანამეგობრობად, ხუთი ფეხბურთის გუნდით, ერთი გერმანული გაზეთით და ერთი სკოლით, ლუთერანული ეკლესიით, მონადირეთა კლუბითა და თეატრის ჯგუფით.

    1921 წელს ქალაქი კომუნისტების მიერ ლუქსემბურგად იქნა გადარქმეული. 1941 წელს სტალინმა ყველა გერმანელი რომელიც ქართველზე არ იყო დაქორწინებული, ციმბირში და ყაზახეთში გადაასახლა, სულ 6.000 ადამიანი. 1944 წლიდან ქალაქს ბოლნისი ეწოდა. დღეს დღეობით ბოლნისს ძალიან ცოტა გერმანული წარმოშობის მაცხოვრებელი შემორჩა. ზოგ ადგილას ჯერ კიდევ ამოიცნობა გერმანული არქიტექტურა.

    გერმანელი დამაარსებლების მემკვიდრეობა დღეს პატარა მუზეუმში ინახება. 85% – მოსახლეობისა ანუ 17.000 მაცხოვრებელი წარმოშობით ქართველია, დანარჩენი უმეტესობა, აზერბაიჯანული წარმოშობის. გერმანელების საპატივცემულოდ ქალაქის ცენტრში ორენოვანი მემორიალური დაფა დგას.

    ქალაქი დღეს სოფლის მეურნეობით, ყურძნის გაშენებით და ბოსტნეულის მოყვანით ცხოვრობს. ბოლნისში მდებარეობს საქართველოს უძველესი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც V საუკუნით თარიღდება. აქ ქვაში წარმართული ელემენტები ამოიცნობა.

    ბოლნისში სულ სამი წისქვილი არსებობდა. მათგან ერთ-ერთის ძველ კედლებზე 2010-2013 წლებში ტრადიციული ქართული ქვისა და ხის ახალი სასტუმრო-რესტორანი გერმანული წისქვილი აშენდა. ამ ძველი წისქვილის შესახებ დღეისათვის ცნობები არ არსებობს. შენობა ძველი კატარინენფელდის გეგმის მიხედვით არის აშენებული.

რეკომენდებული მიმართულებები რეგიონში